понедельник, 5 марта 2012 г.


პროექტის სახელწოდება:   როგორ   ვმეტყველებთ.
პროექტის მთავარი იდეა: 
მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვას:   რამდენად გამართულად მეტყველებს დღეს ქართული საზოგადოება?  ჩვენ?  ( წავუკითხავ ამონარიდებს მათი შემაჯამებელი დავალებებიდან).
 კლასში გაიმართება დისკუსია ,  რის შემდეგაც  შევთავაზებ, უფრო სრულყოფილად  გავეცნოთ  ქართული სალიტერატურო ენის  მართლწერის  ნორმებს  და მათი  დარღვევის გავრცელებულ შემთხვევებს, ამისათვის კი მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის გეგემას და, მათი სურვილისამებრ, ჩავასწორებთ ან/და  გადავანაწილებთ  ფუნქციებს.
პროექტის აქტუალობა: 
დღეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უხეშად ირღვევა ქართული ენის მართლწერისა და მართლმეტყველების  ნორმები, რაც მოზარდ თაობას უყალიბებს არასწორ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. პროექტის შემდეგ მოსწავლეები  უფრო მეტად  გაამახვილებენ ყურადღებას , რათა სწორად წერონ და ილაპარაკონ, მიუთითონ  უფროსებსაც.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები  იგრძნობენ პასუხისმგებლობას მშობლიური ენის დაცვის მიმართ.  დახვეწენ თავიანთ ცოდნას და პოპულარიზაციას გაუწევენ  სწორ ფორმებს. განუვითარდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების,  პრეზენტაციის უნარ–ჩვევა.  დახვეწენ ისტ–ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევას.
მონაწილეთა ასაკი:
16–17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:
2–3 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს, სამახსოვრო ბუკლეტებს, მოკლემეტრაჟიან  დოკუმენტურ ფილმს. მათ განუვითარდებათ  ინფორმაციის მოძიების, კვლევის , პრეზენტაციის, ახალი პროდუქტის შექმნის უნარი.

პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, მარკერები, ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
1დავყოფ კლასს  ოთხ ჯგუფად და თითოეულ მათგანს მივცემ დავალებად, მოიძიონ ქართული სალიტერატურო ენის  მართლწერისა და მართლმეტყველების  ნორმები :
ა) ჯგუფმა–მორფოლოგოურ–ორთოგრაფიული  ;
ბ) ჯგუფმა–სინტაქსური  ;
გ) ჯგუფმა–სტილისტური;  
დ) ჯგუფი–პუნქტუაციური ;
 მასწავლებელი აძლევს კონსულტაციას და აკვირდება.
წარმოდგენილი ნაშრომები გაიკვრება საკლასო ოთახის კედლებზე.
2. ჯგუფებს ცალ–ცალკე მიეცემათ დავალება:
 ა) ჯგუფი დააკვირდება სატელევიზიო ენას;
ბ) ჯგუფი იმუშავებს ჟურნალ–გაზეთების ენაზე;
გ) ჯგუფი  შეისწავლის სახელმძღვანელოების ენას;
დ) ჯგუფი მოიძიებს ფოტო–ვიდეო მასალას ჩვენს ქალაქში არსებულ  სარეკლამო აბრებზე დაშვებულ შეცდომებს;
 მუშაობის პროცესში მასწავლებელი აკვირდება და თანამშრომლობს მოსწავლეებთან.
3.თითოეული ჯგუფი კლასში გააკეთებს  პრეზენტაციას.
4.მოსწავლეები მოძიებული მასალების მიხედვით  გააკეთებენ  კედლის გაზეთს,  შექმნიან სამახსოვრო  ბუკლეტებს–,,ქართული მარტო ენაა?’’ და დაარიგებენ მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით.
5.მოსწავლეები მოძიებულ მასალას  (ფოტო და ვიდეო მასალას) წარუდგენენ  ადგილობრივ თვითმმართველობას  და შესთავაზებენ ინიციატივას–– მიეცეს რეკომენდაცია ყველა მეწარმეს,  რომლებიც  ვერ უზრუნველყოფენ  სალიტერატურო  ენის ნორმების დაცვას თავიანთ დაწესებულებებში (მაღაზია, სალონი, აფთიაქი...) , რომ გამოასწორონ შეცდომები სარეკლამო აბრებზე.
6.ბიბლიოთეკაში ჩატარდება ღონისძიება, სადაც მოსწავლეები  წაიკითხავენ ქართული ენისადმი მიძღვნილ ლექსებს, გამონათქვამებს, ანდაზებს. ყურადღება გამახვილდება ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან  კავშირი:  ქართული ენა და ლიტერატურა; ისტ–ი;
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა შეროზია;
ხელმძღვანლის ელფოსტა: nana.sherozia.2011.@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: